"მზად ვართ წავიდეთ ჩვენს საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე ოპოზიცია დაგვთანხმდება" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:57, 12 Apr, 2018     1519
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის თავიანთ საწინაღმდეგო ცვლილებებზე წავიდნენ თუ საპარლამენტო ოპოზიცია დათანხმდება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, უკვე გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ შეიქმნა, ყველაზე მომგებიანი მმართველი პარტიისთვისაა, თუმცა, მმართველი გუნდი მზად არის სისტემის გაჯანსაღებისთვის.

„ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთ კაციანი პარტიების მხრიდან. თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსესუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მომგებიან. ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო პარტიებთან, მათ შორის უცხოელი ექსპერტების ჩართულობით ამ საკითხთან დაკავშირებით და იქ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე ერთი რამ: დღევანდელი კანონი ყველაზე მომგებიანი არის მმართველი პარტიისთვის. თავის დროზე, ეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონია, რომელიც მორგებული იყო მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე. მაშინ ხელისუფლებას აწყობდა და დღესაც აწყობს ის, რომ ჰქონდეთ პოლიტიკური ფული არა რეალურ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ჯიბის ფული ქონდეს ერთკაციან პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მომგებიანი „ქართული ოცნებისთვის“. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, რომ წავიდეთ გაჯანსაღებაზე ამ სისტემის, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალური პოლიტიკური პარტიები ასეთ შემთხვევაში მიიღებენ ბევრად მეტ ფულს ვიდრე ისინი იღებენ დღეს. ანუ, დაკონცენტრირდეს, შეიძლება, დაფინანსება რეალურ პოლიტიკურ პარტიებზე, რაც ნიშნავს ჩვენთვის იმას, რომ ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ, თუმცა, ბუნებრივია, იქნება ოპონირება ერთ კაციანი პარტიების მხრიდან თუ გაუძლებს ამ წნეხს ესა თუ ის საპარლამენტო პარტია, ჩვენ შეგვიძლია წარმატებით შევცვალოთ კანონი. თუ ამ წნეხს ვერ გაუძლებენ პარტიები და არ წამოვლენ კონსესუსზე, დარჩება ის კანონი, რომელიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ჩვენთვის ყველაზე მეტად მომგებიანი.

შეგვიძლია არაფერი არ შევცვალოთ ამ კანონში. ამ შემთხვევაში ჯიბის ფული დარჩება, მაგალითად, ჯოჯუას პარტიას, კაკო ასათიანის პარტიას. ეს არის ერთკაციანი პარტიები. ედპ-ს- ასევე, რამდენი კაცია დარჩენილი ამ პარტიაში აღარ ვიცი, თუმცა რეალურად, ჯანსაღი პარტიული დაფინანსების სისტემა არ ჩამოყალიბდება. ანუ, ეს იქნება რეალობა. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ჩვენს საწინააღმდეგო ცვლილებაზე თუ ამაზე დაგვთანხმდება საპარლამენტო ოპოზიცია“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაფინანსების ფორმულა უნდა გამარტივდეს.

„ჩემი პირადი აზრი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს ფორმულა. არის არაერთი ელემენტი ჩადებული ფორმულაში, რომელიც არის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გათვალისწინებული კანონში. მაგალითად, ფრაქციების კომპონენტი. თავის დროზე იყო კოალიციაში რამდენიმე პარტია, „ქართულ ოცნებაში“ ასევე იყო რამდენიმე ოპოზიციური პარტია. მათ ჰქონდათ საერთო ინტერესი, რომ გაეზარდათ საკუთარი დაფინანსება. ეს იყო სუბიექტური ინტერესი და შესაბამისად, დაემატა სამასი ათასიანი ფრაქციული კომპონენტი პარტიების დაფინანსებას, რაც არის მახინჯი ელემენტი პარტიების დაფინანსებაში. საბაზისო, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, ზოგადად, გათვალისწინებული, გამომდინარე იქედან, რომ ის პროპორცია უნდა არსებობდეს- გამარჯვებული პარტიის საწინააღმდეგოდ დაფინანსების სისტემაში, ანუ მცირე პარტიებს უნდა შეექმნათ გარკვეული ფორა უფრო წარმატებულ პარტიებთან შედარებით. ამიტომ, არის საჭირო საბაზისო ელემენტის გათვალისწინება, თუმცა ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც კლასიკური საბაზისო ელემენტით, ასევე იმის ხარჯზე, რომ შეიძლება, ხმების პირველი, ასე ვთქვათ, სეგმენტისთვის გამოიყოს უფრო მაღალი დაფინანსება თითოეული ხმისათვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42