არჩილ ტატუნაშვილის საქმე - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:39, 12 Apr, 2018     1188
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“-ს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლული იქნა 2018 წლის 23 თებერვალს, ქალაქ ცხინვალში. საოკუპაციო რეჟიმისა და დე - ფაქტო გამოცხადებული რეჟიმების მიერ 1 თვის განმავლობაში ცხედარი არ იქნა გადმოცემული, ეგრეთწოდებული ექსპერტიზის მოტივით.

ა.წ. 26 თებერვლიდან ოჯახის თანხმობით, ცენტრი „ემპათია“ -ს საექსპერტო და იურიდიული დახმარების დეპარტამენტები ჩართული იქნა აღნიშნულ საქმეში. ოჯახს ცენტრმა „ემპათია“ -მ შესთავაზა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანა 39 - ე წესის გამოყენების მოთხოვნით, რაც გადაუდებელ ზომას გულისხმობს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ოჯახის თანხმობა არ იქნა მიღებული.

ა.წ. 20 მარტს საქართველოს გადმოეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისათვის არასაკმარისი მასალით, რაც ემსახურებოდა სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სრულყოფილი ექსპერტიზის ხელისშეშლის მცდელობას.

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტმა 20 მარტს მიიღო მონაწილეობა ექსპერტიზაში. მოგვიანებით, ცენტრი „ემპათია“ -ს იურიდიულ დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის ინტერესებს იცავს სხვა ადვოკატი, შესაბამისად, ცენტრი „ემპათია“ სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, განაგრძობს აღნიშნულ ექსპერტიზაში მონაწილეობას მხოლოდ გამომძიებლის დადგენილებით, რაც არ გულისხმობს მხარის მხრიდან ჩართულობასა და საადვოკატო მომსახურებას, რაც, სამწუხაროდ, ხელისშემშლელი ფაქტორია სრულყოფილი დასკვნის მომზადებისათვის.

2018 წლის 12 აპრილს ცენტრი „ემპათია“ - მ წერილობით მიმართა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - მედიცინის დეპარტამენტს და გამოითხოვა დასკვნის მომზადებისათვის საჭირო მასალა, საპროცესო კოდექსის (სსსკ) 52 - ე მუხლის საფუძველზე, ასევე, აღნიშნულის თაობაზე აცნობა გამოძიებას.

ექსპერტიზისათვის საჭირო მასალის მოპოვების შემთხვევაში, ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტი 1 კვირის განმავლობაში, წარმოადგენს ცალკე პირველად დასკვნას, სადაც მითითებული იქნება შემდგომი მოქმედებისათვის რეკომენდაციები" - წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათია“-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42