კახა კალაძე თელ-ავივის მერს შეხვდა
პოლიტიკა - 17:37, 12 Apr, 2018     1034

თბილისის მერი კახა კალაძე, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, თელ-ავივის მერს, რონ ჰულდაის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისსა და თელ-ავივს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა, თელ-ავივის, როგორც მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარების მხრივ, ინოვაციური ქალაქის როლს.

თბილისის მერმა რონ ჰულდაის თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თელ-ავივის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს. შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საინვესტიციო მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

„თელ-ავივის მერთან ძალიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის დონეზე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება შევძლოთ. თელ-ავივი ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, მათი გამოცდილების გაზიარების დახმარებას დაგვპირდნენ. მომდევნო თვეების განმავლობაში კი, სპეციალური ჯგუფების შეხვედრა შედგება და ამ ტექნოლოგიებს დედაქალაქის მართვაში აუცილებლად გამოვიყენებთ. პირადად ჩემთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მართვასა და განვითარებაში, დედაქალაქის მოსახლეობა მაქსიმალურად ჩავრთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქ თელ-ავივის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, პაატა კალანდაძე დაესწრო. შეხვედრის დაწყებამდე, კახა კალაძემ ისრაელის პოლიტიკური მოღვაწის, იცხაკ რაბინის მემორიალი ყვავილებით შეამკო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42