„რატომ არიან ჩუმად ფსევდოლიბერალები და ე.წ. ინტელიგენცია?“ - მანდატურებს სკოლაში ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება ეძლევათ
პოლიტიკა - 16:10, 12 Apr, 2018     1533
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მანდატურის სამსახურის დახვეწის შესახებ, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო ავტორები განათლებისა და შს სამინისტროები არიან, პარლამენტს გადაეგზავნა. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დაიწყება. განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ, იქამდე კი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.

კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ცვლილებათა პაკეტში საკანონმდებლო ორგანოსთვის გადაგზავნამდე არაერთი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის მანდატურის დანიშვნის, განათლებისა და მოვალეობების მიმართულებით.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს მანდატურის სამსახურის უფროსი. ასევე, მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის როტაცია. ხოლო სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იქნება მანდატურის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისას დასაბუთებული მიმართვა წარუდგინოს მანდატურის სამსახურის უფროსს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური არის შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

მანდატური საკუთარ მოვალეობას ასრულებს, როგორც სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესისას, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო

ახალ კანონპროექტს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ორ რამეზე მიუთითებს - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სიტუაცია ხელიდან გაექცა მთავრობას და მეორე ის, რომ განათლების სისტემას სახელმწიფო არ ენდობა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ არსებულ კანონპროექტს არაფერი საერთო აქვს იმ რეფორმასთან, რომელიც მათი მმართველობის დროს 2010 წელს დაიწყო.

„ძალიან დიდი ინტერესით გავეცანი ახალ კანონპროექტს მანდატურების შესახებ, რადგან პარლამენტში კეთდებოდა განცხადებები, რომ ამ კანონპროექტით ხდებოდა დაბრუნება იმ სისტემასთან, რომელიც მე შვექმენი განათლების სისტემაში, მანდატურებს ვგულისხმობ. ასე ვთქვათ, ეს მთავრობა უბრუნდება პირველად რეფორმას, რომელიც დავიწყე 2010 წელს. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს კანონპროექტი არანაირად არ შეესაბამება და არ ჰგავს იმ რეფორმას, რომლის გატარებაც დავიწყე 2010 წელს.

მე რომ იმის ნახევარი დამეწერა კანონპროექტში, რაც ახლა წერია, მე ჯვარზე გამაკრავდა ის ხალხი, რომელმაც ახლა ეს კანონპროექტი შეიტანა პარლამენტში. ამ კანონპროექტით ხაზს უსვამენ ორ რამეს, რომ სიტუაცია ბოლომდე არის გაქცეული ხელიდან განათლების სისტემაში და განათლების სისტემას სახელმწიფო არ ენდობა“, - აღნიშნავს შაშკინი.

ის, თუ რატომ არ შეესაბამება დღეს არსებული კანონპროექტი 2010 წელს დაწყებულ რეფორმას, განათლების ყოფილი მინისტრი კონკრეტიკაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ 2010 წლის რეფორმის მიხედვით, მანდატურს ჰქონდა იმხელა ავტორიტეტი, რომ მას შეეძლო სკოლებში წესრიგის დამყარება ფიზიკური ძალისა და სპეცაღჭურვილობის გამოყენების გარეშე:

„ორ მაგალითს გეტყვით, თუ რატომ არ შეესაბამება ეს კანონპროექტი იმ რეფორმას, რომელიც მე დავიწყე.

ამ კანონპროექტში პირდაპირ წერია და ამ კანონპროექტის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირ მართავს მანდატურებს. მე ასეთი რამე რომ გამეკეთებინა, ის ფსევდოლიბერალები და ის ინტელიგენცია, რომელიც მე მლანძღავდა მანდატურების შემოყვანისთვის და ახლა სრული სიჩუმით ხვდება ამ კანონპროექტს, ის ხალხი გამაკრავდა ჯვარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ შემეყვანა სკოლებში და მეორე, ყურადღება მიაქციეთ, რომ მანდატურებს ეძლევათ ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება და სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკვე სახელმწიფოს არ აქვს იმედი, რომ მანდატურს არ გალახავენ სკოლაში, არ აქვს იმედი, რომ მანდატურს ისეთი ავტორიტეტი აქვს, რომ შეძლებს წესრიგის დამყარებას.

ჩემი რეფორმა, რომელიც დავიწყე 2010 წელს, მისი მთავარი ქვაკუთხედი იყო ის, რომ მანდატურებს ჰქონოდათ იმხელა ავტორიტეტი, რომ შესძლებოდათ ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე ბუნებრივია, დასჯის გარეშე, დაემყარებინათ სკოლებში წესრიგი და ჩვენ ეს შევძელით. 2010-2012 წლებში არც ერთი დაჭრა, არც ერთი ძალადობის ფაქტი საჯარო სკოლებში არ იყო“, - აღნიშნავს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტით იკვეთება ის ფაქტი, რომ მანდატური კარგავს ავტორიტეტს.

„ამ კანონპროექტით ქართული ოცნება ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლებში გაექცა სიტუაცია, ხაზს უსვამს იმას, რომ მანდატურები უნდა მართოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამით ქართული ოცნება არ ენდობა განათლების სამინისტროს. ფიზიკური ძალისა და სპეცსაშუალებების გამოყენების უფლების მინიჭებით, კანონპროექტის ავტორები ხაზს უსვამენ იმას, რომ მანდატურს არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია სკოლაში და აძლევს მას უფლებას, თავი დაიცვას.

სადამდე მივედით ამ 5 წელიწადში? მივედით იქამდე, რომ მანდატური იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ავტორიტეტით შეძლოს წესრიგის დამყარება, ახლა გახდა საზრუნავი, რომ პირიქით არ მიაყენონ ფიზიკური ზიანი. ეს არის ქართული ოცნება?

ძალიან მაინტერესებს ის ხალხი, რომელბმაც პირში წყალი დაიგუბეს და ჩუმად არიან, ის ე.წ. ინტელიგენცია, ფსევდოლიბერალები, რომლებიც მე მლანძღავდნენ, როდესაც წესრიგი დავამყარე სკოლებში, რატომ არიან ჩუმად?“, - დასძენს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42