ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას საკანონმდებლო ორგანოში ჰყავს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მისი საყრდენია.
ირაკლი კობახიძის თქმით, იმ დეპუტატებს, რომლებიც გუნდის ლიდერებს დაუპირისპირდნენ, გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.
„პირობები გვექნება, როდესაც ჩვენ განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან, ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, მაშინ შესაბამისი პროცესები გაგრძელდება. იმისთვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, საჭიროა დაუწერელი და დაწერილი წესების არსებობა. ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც არის ჩემი უშუალო საყრდენი, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. ჩვენ არ გვჭირდება გავლენები არაფრისთვის, სუბიექტური ინტერესებისთვის. მადლობა ღმერთს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა,“- აღნიშნა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






