როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული მარში“ 30 აპრილს ამ მოთხოვნებით შიმშილობას დაიწყებს.
აქცია სამ ადგილას - სახელმწიფო კანცელარიასთან, შსს-ს შენობის წინ და მთავარ პროკურატურასთან დაიწყება.
„შვიდმა პოლიტიკურმა პატიმარმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც წერია, რომ 30 აპრილს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაიწყებენ შიმშილს. შიმშილობასშეუერთდებიან ციხის გარეთაც. ეს არ იქნება დიეტის მსგავსი შიმშილობა, არამედ ეს იქნებასასიკვდილო შიმშილობა, როგორც 1981 წელს ირლანდიაში. შიმშილობა დაიწყებასახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე დაკავებულთა დედები იშიმშილებენ შსსამინისტროსთან და შიმშილობა იქნება ასევე მთავარ პროკურატურასთან. მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაისაჯონ ის პირები, ვინც ახორციელებენპოლიტიკურ ტერორს და შერჩევით სამართალს. თუ ომი უნდათ, ომს მიიღებენ“, - განაცხადასანდრო ბრეგაძემ.
ბრეგაძემ დაასახელა „ქართული ოცნების“ წევრებიც, რომლებმაც მისი მტკიცებით, „მარშის“ წევრებზე ზეწოლა დაგეგმეს.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი, ასევე გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ ამ ზეწოლის შემსრულებლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






