Freedom House-ს გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავება გაართულებს ურთიერთობას აშშ-სთან და დასავლეთთან. აღნიშნულს დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა:
„შემაშფოთებელია ანგარიშში წარმოდგენილი განცხადებები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დადებითად არიან განწყობილი პროდასავლური პარტნიორებისა და პოლიტიკოსების მიმართ და ამ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენი ამოცანაც არის. თუმცა, ეს მხარდაჭერა დიდიხანია უკვე აღარ ვრცელდება სააკაშვილსა და მის პარტიაზე, რომელიც ობიექტურ მიზეზთა გამო აღარ არის საინტერესო ჩვენი დასავლელი მეგობრებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ფრაზა ჩვენთვის გაკვირვებას იწვევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






