"ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა პრობლემას, პასუხობს განათლება და ის ინსტიტუტები, რომლებიც ქმნიან ახალ ცოდნას" - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:41, 12 Apr, 2018     881
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი შენობა გახსნა.

პრეზიდენტმა უნივერსიტეტის ახალი შენობა დაათვალიერა, რომელიც 1909 წელს აშენდა და რომელიც კავკასიის უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა.

პრეზიდენტს ახალი შენობა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ და უნივერსიტეტის უცხოელმა დამაარსებლებმა დაათვალიერებინეს.

გიორგი მარგველაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებსა და მის დამფუძნებლებს ახალი, თანამედროვე სასწავლო სივრცის შექმნა მიულოცა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა:

"გულითადად გილოცავთ 20 წლის იუბილეს და ამ ახალ შთამბეჭდავ ნაბიჯს თქვენი უნივერსიტეტის ბიოგრაფიაში. ნამდვილად მახსოვს პირველი დღეები თქვენი მოღვაწეობის, როცა კოლეგები ვიყავით და ერთად ვფიქრობდით როგორ განგვევითარებინა ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივად ყველა პრობლემაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა - განათლების კერაა. რადგან რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას პასუხობს სწორედ განათლება და პასუხობენ ის ინსტიტუტები, რომელიც ქმნიან ახალ განათლებას, ქმნიან ახალ ცოდნას.

მინდა, ქართულ საზოგადოებას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი და ახალი შენაძენი. ამ მნიშვნელოვანი ტრადიციის გაგრძელება, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

სტუდენტებს მინდა მოგილოცოთ ახალი მშვენიერი შენობა და მინდა გითხრათ, რომ ბევრი მსმენია, სწორედ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების განსაკუთრებული ნიჭიერების შესახებ, რადგან დედაჩემი, რომელიც აქ ასწავლის და ხშირად მიყვება რამდენად კარგი სტუდენტები ხართ და როგორი მოწოდებით ხართ ცოდნის მიმართ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42