ტელეკომპანია ანგარიშსს გამაოგნებელს და არასწორს უწოდებს.
„გამაოგნებელია მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისთვის ასეთი ტიპის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, შევახსენეთ ფრიდომ ჰაუსს- რომ 2007 წლის ნოემბრიდან - 2012 წლის ბოლომდე იმედი არა თუ კონტროლდებოდა და შესაბამისად არ იყო კრიტიკული მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, არამედ უშუალოდ მათ მფლობელობაში იმყოფებოდა, რასაც წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა და ფიზიკური ტერორი ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე.
სინანულით გვინდა გამოვხატოთ იმ ფაქტის მიმართ რომ ტელეკომპანია იმედის როგორც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის და მაესტროს, რომლის ფორმატი ღია, 24 საათიან საინფორმაციო არხად ჩამოვაყალიბეთ არ არის სწორად შეფასებული. უფრო მეტიც, ნათქვამია, რომ ჩვენ არ ვართ კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ. დიახ, ჩვენ არ ვართ პარტიულ, ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ უბრალოდ ვაშუქებთ მოვლენებს ისე როგორც ეს არის და ვაძლევთ ტრიბუნას ყველას ვინც მოვლენებში მონაწილეობს. მხოლოდ ესე დღითიდღე ვზრდით მაყურებელთა ნდობას ჩვენს მიმართ, რომელიც ჩვენი არხის ჟურნალისტების და პროდუსერების დამსახურებით დღეს გვაქვს.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამ მაღალი რეპუტაციის მქონდე ორგანიზაციის ანგარიში სწორად ასახავს მედია თავისუფლების ხარისხს, რისთვისაც ორგანიზაცია გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს და კვლავ იქნება მედია თავისუფლების სადარაჯოზე, რაც ჩვენი მწარე გამოცდილებით ესოდენ მნიშვნელოვანია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისათვის“ - აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






