მისი თქმით, იმ კრიტიკულ საკითხებზე რაზეც საუბარია Freedom house-ის ანგარიშში პრეზიდენტი ხშირად მიუთითებდა.
„ის საკითხები, რაზეც საუბარია Freedom house-ის ანგარიში და შეფასებულია უკუსვლა, არაერთხელ ჯერ კიდევ ამ პრობლემების ადრეულ ეტაპზე ხაზგასმულ იქნა პრეზიდენტის მხრიდან, რომ ამ მიმართულებებით იყო ეს სასამართლო, მედია თუ ა.შ. ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები და რომ ეს თემები იყო მისახედი. სამწუხაროა, რომ არ მოხდა ამ მიმართულებით საკითხების გადაჭრა და ახლა უკვე ამ თემებზე ღიად და კრიტიკულად საუბრობს საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაცია. ბუნებრივია Freedom house-ის მოსაზრებებს სერიოზულად ადევნებენ თვალყურს ჩვენი პარტნიორები და ეს არის ყურადსაღები ჩვენთვისაც.
კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხაროა, რომ თებემი, რაზეც საუბრობს პრეზიდენტი, რაზეც საუბრობს ქვეყნის შიგნით არაერტი აქტორი, რომ არის პრობლემები და არ ხდება ამ პრობლემებზე დროული რეაგირება და შემდეგ უკვე ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულ რეზონანსს იძენს როგორც ეს მოხდა Freedom house-ის ანგარიშში" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






