„უკან დახევა რთული იქნება, აშშ-მ რუსეთს უნდა დაანახოს რომ თამაშში ჩასაბმელად მზად არის“ - ხარშილაძე სირიის კონფლიქტზე
პოლიტიკა - 13:52, 12 Apr, 2018     3045
მსოფლიო სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში - სირიაში ვითარება დღითიდღე იძაბება, აშშ საპასუხო ქმედებებს ამზადებს, კონფლიქტში კი ჩაბმულია ორი გიგანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის სახით.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებები უახლოეს საათებში დაიწყება. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ აშშ-მ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ უკან დახევა აღარ გამოვა, ამიტომ უნდა ველოდოთ ამერიკის მხრიდან გარკვეულ ქმედებებს:

„პრეზიდენტმა ტრამპმა და ამერიკამ ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ უკან დახევა ძალიან რთული იქნება. დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ამერიკის მხრიდან რაღაც ქმედებებს და საკითხავია რას მოიმოქმედებს ამერიკა. ერთხელ უკვე სირიაში მან გააკეთა ასეთი ქმედება ტრამპის დროს, როდესაც Tomahawk-ის ტიპის რაკეტები ესროლა სირიას, მაგრამ დიდი სტრატეგიული შედეგი არ მოჰყოლია, უფრო ფსიქოლოგიური გზავნილი იყო, შესაძლოა იგივე გააკეთოს ახლაც, უფრო დიდი მასშტაბით. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რუსეთი დღეს სარგებლობს იმით, რომ სირიაში არც ამერიკა და არც ევროპა ძლიერად წარმოდგენილი არ არის და მათ რესურსების დახარჯვა სერიოზულად სამხედრო ოპერაციებისთვის არ უნდათ. სანამ ასეთი სიტუაცია არის, რუსეთი მაინც ყველაზე მთავარ მოთამაშედ დარჩება სირიაში, შესაბამისად ამერიკამ უნდა დაანახოს რუსეთს, რომ ის მზად არის თამაშში ჩასართველად, მაგრამ ამას მხოლოდ დაბომბვები არ ეყოფა. ამერიკული წარმომადგენლობა კი სირიაში დღეს არის მინიმალური“, - აღნიშნავს ნოდარ ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42