"პარლამენტში უმრავლესობის 110 დეპუტატი უფუნქციოდ დარჩა, კობახიძე ვიწრო ჯგუფის იქით ვერავის ხედავს" -შალელაშვილი
პოლიტიკა - 13:31, 12 Apr, 2018     1606
საპარლმენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის მოსაზრებით, მმართველი გუნდის დაახლოებით 80-110 დეპუტატი უფუნქციოდ არის დაჩენილი.

მისი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატთან აქვს კომუნიკაცია, ნაწილი კი პარლამენტში უფუნქციოდაა დარჩენილი.

„არიან ისეთი პარლამენტარები, რომლებიც ათმაგ საქმეს აკეთებენ და არის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობა, რომელიც უფუნქციოდ დარჩა. აქედან გამომდინარე, არის კითხვები. პარლამენტარები არიან ადამიანები, რომლებიც თავმოყვარეები არიან და უნდათ, დასაქმებულები იყვნენ. არ უდნა ვიყოთ პარლამენტში იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ერუდირებულს, განათლებულს, ყველამ ვიცით, როგორი გაწონასწორებული ადამიანი ბრძანდება ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები მასაც აქვს შესაცვლელი, იგივე დეპუტატებთან ურთიერთობა, ცოტა ფართე ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს, არ უნდა შემოიკრიბოს ის გარკვეული წრე, რომელიც მას ჰყავს შემოკრებილი და იმათ იქით ვერაფერს ხედავს,“- განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

დეპუტატმა საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაზე ისაუბრა.

„საუბარი საპარლამენტო თანამდებობებზე არ არის. საკანონმდებლო ორგანოში ათი მუდმივმოქმედი დელეგაციაა და ათივეში 10-15 ადამიანია დასახელებული. სიებს რომ გადახედოთ, ვინ არის დელეგაციებში? – სულ რამდენიმე გვარი შეგხვდებათ, ალბათ, ათამდე. დანარჩენი 105-110 დეპუტატი უფუნქციოა. შეიძლება ამ ციფრს ვუტრირებ, მაგრამ 80 ადამიანი ასეთია“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა შალელაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42