გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანული თვითვმფინავები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
„აკროტირში ჩვენი თვითმფრინავები უკვე გაყვანილია ასაფრენ ბილიკებზე. ჩვენ მზად ვართ“- განაცხადა წყარომ გამოცემასთან. მისი თქმით, საქმე ეხება 8 ბომბდამშენ Panavia Tornado-ს, რომელიც ფრთოსან რაკეტებს იყენებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლონდონმა სირიის სანაპიროებისგენ გააგზავნა თავისი ხომალდები, მათ შორის გამანადგურებელი HMS Duncan-ი, რომელიც აღჭურვილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით Sea Viper-ით და წყალსზედა სამიზნეების გამანადგურებელი ფრთოსანი რაკეტებით.
ერთი დღით ადრე „ბიბისიმ“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აპირებს მხარი დაუჭიროს სირიაში აშშ-ის სამხედრო დარტყმას, მაშინაც კი თუ ეს ნაბიჯი არ იქნება პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი. მეი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუყოვნებლივი პასუხი გაეცეს.
The Telegraph-ის ინფორმაციით დიდი ბრიტანეთის პრემიერმა უბრძანა ბრიტანულ წყალქვეშა ნავებს, რომ სირიას სარაკეტო დიაპაზონზე მიუახლოვდნენ და ასადის რეჟიმზე დარტყმისთვის მოემზადონ, რომელიც შესაძლოა ხუთშაბათ საღამოს დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






