,,გაზპრომ მედიას“ შემოსვლა ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას, ოპოზიცია თავის მოკავშირეებით წინ უნდა აღუდგეს ამ საფრთხეებს“ - ნიკა მაჭუტაძე
პოლიტიკა - 18:14, 11 Apr, 2018     1338
"გაზპრომ მედიას" ქართულ ბაზარზე შემოსვლას ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი. ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას, უფრო მეტიც, მისი შეფასებით, ,,ქართული ოცნება“ ამ პროპაგანდის ხელშემწყობიცაა.

„რუსული რბილი ძალა კვლავ გვიტევს, ისევ იკვლევს გზას საქართველოს მოქალაქეთა გონების და განწყობებისკენ და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას კვლავაც არ შესწევს უნარი წინ აღუდგეს რუსულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კაპიტალს. პირიქით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხელისშემწყობად და რუსული პროპაგანდის შემწედ მოევლინა ქართულ სახელმწიფოს.

ამის მორიგი დასტური არის "გაზპრომ მედიას" უზარმაზარი კონცერნის მოწვევა საქართველოში, რომლის მიზანი, ცხადია, ისიცაა, რომ ქართული ბაზრის სრული მონოპოლიზების გზით და ნაცადი პროპაგანდისტული მეთოდებით მოწამლონ ქართული სოციალური და პოლიტიკური აზრი, მეტად მოახდინონ დასავლური პოლიტიკის და ცივილიზაციის დემონიზება, მოიპოვონ კიდევ უფრო მეტი გავლენის აგენტი და სასარგებლო იდიოტი ჩვენს თანამოქალაქეთა შორის.

რუსული პოლიტიკური სიტყვა, მათი სრულიად ურცხვი პროპაგანდა საწამლავია. იმაზე მეტად ვერაგი, ვიდრე ქიმიური საშუალებები იმპერიის სპეც.სამსახურების ხელში.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ "გაზპრომ -მედიას", ამ იმპერიალისტური მონსტრის შემოსვლა და დამკვიდრება საქართველოში.

ეს პირდაპირ ძირს გამოუთხრის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენი სახელმწიფოდ და სუვერენულად არსებობის აღქმას ჩვენსავე თანამოქალაქეების რაღაც ნაწილში.

ეს დაუშვებელია და საზოგადოება, პოლიტიკური ოპოზიცია ყველა თავისი მოკავშირით წინ უნდა აღუდგეს ამ საფრთხეებს. დააზღვიოს მართლაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი და გეოპოლიტიკური რისკები“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ ,,ნიუპოსტთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42