რუსული პროპაგანდისტული ხრიკი საქართველოში - ,,რუსეთს სურს ჰქონდეს გარანტია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ რუსული არხები ვერ გათიშოს"
პოლიტიკა - 18:40, 11 Apr, 2018     2670

ქართულ ბაზარზე „გაზპრომ მედია“ შემოდის - კომპანია საქმიანობას ბრენდით НТВ-Плюс-ით გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ „გაზპრომ მედიის“ სააქართველოს ბაზარზე შემოსვლა ემსახურება რუსული პროპაგანდის გაძლიერებას:

„როდესაც მთელ მსოფლიოში უკვე არსებობს კონსესუსი, რომ რუსეთი იყენებს მასმედიას პროპაგანდისთვის, თავისი ბოროტი მიზნებისთვის და სხვადასხვა ქვეყნები უკვე ღიად კრძალავენ რუსეთის მასმედიის გავრცელებას საკუთარ ტერიტორიაზე. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20%-იც არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და უშვებს თავის ბაზარზე „გაზპრომის“ კომპანიას, რომელსაც ჰქვია „ენტევე პლუსი“. შესაძლოა ვიღაცამ თქვას რა მოხდა, ისედაც რუსულ არხებს უყურებენ საქართველოშიო, კი, ეს ასეა და ვთვლი, რომ ეს არის უდიდესი შეცდომა, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ბევრ ადამიანს სამწუხაროდ არ ესმის. როდესაც საკაბელო ტელევიზებში არის ჩართული რუსული არხები, ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ როდესაც ბაზარზე შემოდის გაზპრომის კომპანია, რომელიც არა საკაბელოს მეშვეობით აპირებს რუსული არხების ტრანსლირებას, არამედ თეფშისა და დეკოდერის საშუალებით, უნდა გვესმოდეს სხვაობა და ეს სხვაობა არის მარტივი.

ეს მთავრობა აუცილებლად შეიცვლება და დადგება საკითხი ამ რუსული არხების გათიშვის, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან შეუძლებელია, რომ ადეკვატურმა მთავრობამ არ აკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხები საქართველოში. „ენტევე პლუსის“ შემთხვევაში კი ამის შესაძლებლობა მომავალ მთავრობას უკვე აღარ ექნება, იმიტომ, რომ ეს არის თეფში, დეკოდერი და თუ საკაბელოზე შენ შეგიძლია გამოსცე კანონი, რომლითაც გაათიშინებ პროვაიდერებს რუსულ არხებს, თეფშს ვერ გათიშავ, რადგან პირდაპირ „ენტევე პლუსსა“ და აბონენტს შორის მოხდება ურთიერთობა. ეს რუსებს ძალიან კარგად ესმით.

ამ კომპანიისთვის საქართველოს ბაზარი არის ზღვაში წვეთი. ეკონომიკურად არამომგებიანი ბაზარია, ეს არის პროპაგანდისთვის, რუსეთის გავლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმისათვის, რომ პროპაგანდა გააძლიერონ და ჰქონდეთ გარანტია, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რუსულ არხებს ვერ გათიშავს.

ზუსტად ვიცი, რომ შემოვა დემპინგური ფასებით. რაც ბუნებრივია დააზიანებს ქართულ კომპანიებსაც და ფასებით მეტად მიიზიდავს აბონენტებსაც. ჩვენს მთავრობაში ან არის ხალხი, რომელსაც არაფერი ესმის პოლიტიკისა, ან არის ხალხი, რომელიც ღიად ატარებს რუსულ ინტერესებს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42