"არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეები დროულად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ" - ადამიანის უფლებათა ცენტრი
პოლიტიკა - 15:49, 11 Apr, 2018     788
ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან თვენახევარზე მეტი გავიდა. დამნაშავეები დღემდე არ არიან იდენტიფიცირებულნი და დასჯილნი. გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეთა გამოაშკარავებას და დასჯას.

ამ დროისათვის ოჯახს არა აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. დაზარალებული მხარისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის კვალიფიციურად წარმართვა და ობიექტური დასკვნა, ვინაიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც შესაძლოა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებდეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დადგინდეს სიმართლე და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ვინც რამე ფორმით მონაწილეობდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ განუკითხაობასა და დაუსჯელობაზე, რაზეც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარადგინოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, ამ მიმართულებით, რას გეგმავს ხელისუფლება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი იცავს. ორგანიზაცია მოამზადებს საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად"- აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42