„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში ნებისმიერი ტიპის დემოკრატიას გამორიცხავს:
“Freedom House-ის ეს ანგარიში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც დღეს საქართველო დგას და იმ სერიოზულ პრობლემებს, რა პრობლემებსაც წელსაც და მომავალი წლების განმავლობაშიც უნდა გავუმკლავდეთ აუცილებლად. არაფორმალური მმართველობა, გაუმჭვირვალობა სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის პრობლემები, პრობლემები სასამართლოში, ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის ძალიან მძიმე სურათს დემოკრატიის მიმართულებით საქართველოში. ყველაზე მეტად მაინც გამოვარჩევდი არაფორმალურ მმართველობას, რადგან ეს საერთოდ ნებისმიერი ტიპის დემოკრატიას გამორიცხავს, როცა რეალურ ძალაუფლებას ფლობს ადამიანი, რომელიც ვალდებულებებისა და კონსტიტუციის მიღმა არსებობს“, - აღნიშნავს ირაკლი კიკნაველიძე.
მასალის გამოყენების პირობები






