"ნიუპოსტი" აღნიშნულ საკითხზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც თვლის, რომ NTV-PLUS-ის აკრძალვა შედეგს არ მოიტანს და ქართულმა მხარემ პროპაგანდას მხილების კამპანიით უნდა უპასუხოს.
"ნებისმიერ პროპაგანდას ჩვენ სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ. ვფიქრობ, რომ აკრძალვა შედეგს ვერ მოგვცემს და აკრძალვას აზრი არ აქვს. საინფორმაციო ტექნოლოგიები იმდენად არის განვითარებული, რომ თუ ვინმეს რამის ნახვა უნდა, ის მაინც ნახავს, სპუტნიკური მაუწყებლობაა, ინტერნეტი და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ აკრძალული ხილი უფრო ტკბილია, მისი აკრძალვით NTV-PLUS-ის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გავაღვივებთ. ამიტომ ვამბობ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იარაღი არის სიმართლე, ანუ კონტრ საინფორმაციო შტურმი. ამას მიხვდა იგივე შეერთებული შტატები, მათ "რაშა თუდეი" აგენტად დაარეგისტრირეს, მაგრამ არ აუკრძალავთ, რადგან იციან, რომ აკრძალვა პოროპოაგანდას კიდევ უფრო აძლიერებს"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






