თუ სახელმწიფო არ იმოქმედებს, იმოქმედებს ხალხი და პოლიტიკური ოპოზიცია - ნიკა რურუა „გაზპრომ მედიას" შემოშვებას ,,თვითმკვლელობას" უწოდებს
პოლიტიკა - 15:01, 11 Apr, 2018     1343
ქართულ ბაზარზე „გაზპრომ მედია“ შემოდის - კომპანია საქმიანობას ბრენდით НТВ-Плюс-ით გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, კომპანიის პარტნიორი საქართველოში შპს „მედია ჯგუფი“ იქნება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ „გაზპრომ მედია“ საქართველოში შემოვიდა, მისი მიზანი იქნება რუსული პროპაგანდის დანერგვა. როგორც რურუამ ,,ნიუპოსტთან" განაცხადა, მაშინ, როცა მსოფლიო რუსული საფრთხის წინააღმდეგ ერთიანედება, ქვეყანაში ოკუპანტის ასეთი პროპაგანდისტული მანქანის შემოშვება იქნება ,,ნამდვილი თვითმკვლელობა".

„ეს არ არის მედია საშუალება მხოლოდ, ეს არის მთელი კონცერნი - 90 არხის გაერთიანება, რომლის მიზანიც არის საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელება და ჩაბეტონება, გამაგრება სიტუაციების მიმართ მათი ხედვისა. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომ ის აღარასდროს აღდგება; როგორც რუსები ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველო იყო დამნაშავე რუსეთის აგრესიაში; ის, რომ ნატო და ევროკავშირი და თავისუფალი სამყარო ცუდია; ის, რომ ასადი, ჩრდილოეთ კორეა და პუტინი არის კარგი და ასე შემდეგ. ეს იქნება ტვინების რეცხვის პოლიტიკური იარაღი, ამას მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ახლა, როცა მთელი მსოფლიო რუსული საფრთხისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ერთიანდება, ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული მანქანის შემოშვება ნამდვილი თვითმკვლელობა, უკანონობა იქნება. გამორიცხულია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - აცხადებს ნიკა რურუა.

მისივე თქმით, სუს-ის ანგარიშის ფონზე, სადაც რუსულ საფრთხეებზე იყო საუბარი, „გაზპრომ მედიას“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა უცნაურია.

"სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს და თუ ის არ იმოქმედებს, იმოქმედებს ხალხი და პოლიტიკური ოპოზიცია ჩაუდგება ამ მოძრაობას სათავეში. ეს არის აუცილებლად ჩასაშლელი, იმიტომ, რომ პიდაპირ ვეპატიჟებით ჩვენს მტერს საკუთარ ბინაში და საძინებელში“, - აცხადებს ნიკა რურუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42