"გადამწიფებული თინეიჯერები" კვირიკაშვილი-კობახიძის მხარდასაჭერად - სისტემური კრიზისი "ქართულ ოცნებაში"
პოლიტიკა - 13:54, 11 Apr, 2018     2388
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „გადამწიფებულ თინეიჯერებს“ უწოდებს "ქართული ოცნების" იმ დეპუტატებს რომლებიც გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებად დაიყვნენ.

პოლიტოლოგის შეფასებით, "7-8 ადამიანს სურს ყველაფერი მართოს, რაც უმრავლესობაში შემავალ გარკვეულ ჯგუფებს აღიზიანებს".

ხუხაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდე არ ჩარეულა.

"არ ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებაში" რომელიმე ჯგუფს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს. ისინი უფრო გადამწიფებულ თინეიჯერს გვანან , რომელიც დაკავებულია ქვედა დონეზე გარჩევები მოაწყოს. აპელირებენ ერთადერთ დრამის ცენტრზე - ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც როგორც ჩანს, პროცესებში ჩარევისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს. ის რომ მმართველ გუნდში დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს, ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ამ დაპირისპირების გაჩერება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, მეტს არავის"- განაცხადა გია ხუხაშვილმა "ნიუპოსტთან".

ექსპერტი "ქართული ოცნების" დაშლას ახლო მომავალში არ ელოდება თუმცა აცხადებს, რომ "კრიზისი რომელიც გუნდში არსებობს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42