26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა განათდება
პოლიტიკა - 13:59, 11 Apr, 2018     1364
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები. უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. იგეგმება ასევე საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა, მათი მონაწილეობით ასევე იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა.

100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო ლექციების, ისტორიული ექსპონატების გამოფენებს და ღია კარის დღეების ციკლს მიუძღვნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას. სამინსიტროს მიზანია საიუბილეო თარიღის ფარგლებში ხელი შეუწყოს ამავე თემაზე სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების შექმნას.

სამინისტროს ეგიდით საზეიმო ღონისძიება გაიმართება რაბათის ციხეში, სამცხე-ჯავახეთში.

საიუბილეო თარიღი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ორმაგი დატვირთვის მატარებელია, რადგან უწყებას თავადაც უსრულდება 100 წელი, ამ თარიღთან დაკავშირებით სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს დიპლომატიური მუზეუმის ექსპოზიციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42