დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 12:10, 11 Apr, 2018     1977
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დღითი-დღე მწვავდება. დეპუტატები არ მალავენ, რომ გუნდი ორ ბანაკად იყოფა - ესენი არიან პრემიერის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგეები ანუ პარლამენტის თავმჯდომარის ფრთა.

დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერს თანამდებობიდან წასვლაც კი ურჩიეს. როგორც აღმოჩნდა, დავით ჭიჭინაძე არ არის ერთადერთი, რომელსაც მდინარაძე-კობახიძის გადაწყვეტილებები არ მოსწონს. კოლეგების კრიტიკა ღიად დაიწყო უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმაც.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები არასწორია. ნაცვლიშვილი ფრაქციის ლიდერსა და პარლამენტს თავმჯდომარეს დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებაში ადანაშაულებს.

ფრაქცია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დატოვებას არ აპირებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ფუნდამენტალურ საკითხებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში "ქართული ოცნების" დატოვება მოუწევს.

​"დავით ჭიჭინაძის განცხადებას გარკვეულწილად მეც ვიზიარებ. არა გადადგომის თავალსაზრისით, არამედ არ იყო ლამაზი დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა, თითქოს ისინი საერთო კონტექსტში არ ჯდენბოდნენ, ეს მეც არ მიმაჩნია სწორად"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, იდეოლოგიური განსხვავებები მის ფრაქციას აქვს მმართველ გუნდთან.

"თუ ვინმე უნდა გასულიყო მმართველი გუნდიდან ეს ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებები არის. შეიძლება ეს მომავალში მოხდეს, მაგრამ ეხლა რასაც ვამბობ, ეს არ არის იმ მასშტაბის დაპირისპირება, არც პიროვნული და არც გუნდის შინგით მსოფლმხედველობითი, რომ ამას გუნდის დაშლა მოჰყვეს. თუ გამოჩნდება განცდა, რომ თუ ვინმეს ბირთვი ჰგონია თავი და ამ ბირთვზე მიტმასნილი ჰქონიათ რიგი ადამიანები, პირველი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც უმრავლესობას დატოვებენ"- თქვა დეპუტატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42