მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და თქვა, რომ განხილული იქნა რამდენიმე დეპუტატის განცხადებები. საუბარი შეეხო მათ დისციპლინურ საკითხს. მისი განცხადებით, სანქციებზე განხილვა არ ყოფილა, თუმცა დაიგეგმა ამ დეპუტატებთან შეხვედრა და კონსულტაციები.
როდის და ვისთან შედგება შეხვედრის მომდევნო რაუნდი, მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა არ არის გამორიცხული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით შედგეს.
,,ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს ისნის მაჟორიტარი დეპურატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც დეპუტატებს ურჩევს, ღირებულებებში გარეკვნენ. მისი თქმით, საპარლამენტო უმრვლესობაში ხშირ შემთხვევაში ,,სუფთა თამაში“ არ მიდის და რაღაც შეთანხმებები ირღვევა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის ალბათობას, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ "მემკვიდრეობით არავის რგებია პარლამენტში თანამდებობა“ და რომ ,,გამორიცხული არაფერია“.
ივანიშვილის ჩარევას არ გამორიცხავს ეროვნული ფორუმის წევრი და კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი ანი მიროტაძე.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, სადაც დასასჯელს დასჯიან, ვისთვისაც თითი დასაქნევი იქნება, თითს დაუქნევენ და შესაბამისად, მერე გადაწყდება, როგორ უნდა გაგრძელდეს თანაცხოვრება უახლოეს მომავალში მაინც,“ - განაცხადა მიროტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






