,,გაზპრომის“ მთავარი აქციონერი არა მილერი, არამედ ივანიშვილია“ - სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სანქციების სიაში ივანიშვილიც უნდა მოხვდეს
პოლიტიკა - 21:39, 10 Apr, 2018     2174
მიხეილ სააკაშვილი ევროპის ყველაზე დიდი სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდის. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მთავარი გზავნილი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას ეხება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად, რომლებსაც აშშ-ის სანქციები შეეხოთ, ბიძინა ივანიშილიც უნდა მოხვდეს:

„თქვენ იცით, რომ შემოიღეს სანქციები „გაზპრომის“ ხელმძღვანელის მიმართ ამერიკელებმა, მაგრამ „გაზპრომის“ კერძო აქციონერი, მთავარი, არის არა მილერი, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რა განსხვავებაა მილერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, როცა „გაზპრომს“ უკვე ურტყამს დასავლეთი? ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს საფრანგეთში იურიდიული, ეს ვიცი დადასტურებით, ვერ ტოვებს ქვეყანას იმის გამო, რომ უცხოეთში თუ წავა შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, ჩემგან განსხვავებით, რადგან მე ყველგან შემიძლია გადაადგილება თავისუფლად და ყველგან კარგად მიღებენ. ასევე დერიპასკა, რომლის მიმართაც შემოიღეს სანქციები, ეს არის ის ადამიანი, რომელიც აფინანებდა ჩვენს წინააღმდეგ საერთაშორისო პრესაში, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ 2005 წლიდან მოყოლებული, მთელი ეს ჭორები, საზიზღრობები, რომელიც ჩვენზე იწერებოდა, მათ შორის არის დაფინანსებული მის მიერ და არავინ არასდროს არ გაიწია მას წინააღმდეგობა და ახლა მოხვდა მას მაგრად კბილებში, პრაქტიკულად დაინგრა მისი ბიზნესიმპერია, ასე რომ ყველაფერი დგება თავის ადგილზე, საბოლოო ჯამში ბოროტება მარცხდება და ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით. ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში წელს გამარჯვებით და საქართველოში წელს ივანიშვილის ხელისუფლების გზიდან ჩამშორებით და ხელისუფლების შეცვლით, საქართველოს დაბრუნებით რუკაზე, იმისათვის, რომ საქართველოში გაიზარდოს პენსიები, ხელფასები, გაიზარდოს შესაძლებლობები და ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42