გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 18:12, 10 Apr, 2018     826
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთოებების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრთან დუბაიში.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების გაღრმავებას სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) და მის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უაღრესად აფასებს იმას, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და ელის, ამ კუთხით, თანამშრომლობის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან პირველი ინვესტიცია 2003 წელს განხორციელდა. 2006 - 2017 წლებში კი, ინვესტიციების მოცულობამ 841.08 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მხარეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა და რომელიც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის.

აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოში ლიბერალური, სტაბილური, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალი ბიზნესგარემო ჩამოყალიბდა. საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამოც საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ შეთანხმებები ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირთან.

შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საკურორტო ზონების განსავითარებლად და სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა მოხდეს სამედიცინო ტურიზმით - ველნესის მიმართულებით მათი დაინტერესება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სულ უფრო და უფრო მაღალია საემიროებიდან დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.

"ჩვენ გვყავს ინვესტორები ერთის მხრივ, რომელებიც ახლა უკვე გეგმავენ, რომ გააფართოონ საკუთარი საინვესტიციო არეალი საქართველში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საინტერესოა ინვესტიციების კუთხით და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე და მომავალი წელი იქნება სრულიად ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42