"გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან" - ადამიანის უფლებათა ცენტრი
პოლიტიკა - 17:43, 10 Apr, 2018     1033
ადამიანის უფლებათა ცენტრი ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცენტრში აცხადებენ, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმცია ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან.

"2017 წლიდან ე.წ. ციანიდის საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და იმ უფლებადარღვევებზე, რაც საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ განხორციელდა.

ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმე საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა, რაც სასამართლო სხდომების დაუსაბუთებელ დახურვაში გამოიხატა. სასამართლომ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დახურულიყო მხოლოდ სხდომების ის ნაწილი, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემები ქვეყნდებოდა.

პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

ე.წ. ციანიდის საქმეში არსებითად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი იმ პირობებში, როდესაც ადვოკატებს დააკისრეს გამუთქმელობის ვალდებულება მაშინ, როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა საქმეში არსებულ არაერთ მტკიცებულებას.

გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებით დაცვის მხარეს წაერთვა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ექსპერტიზა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის შუამდგომლობა აეროპორტში გიორგი მამალაძის დაკავებისა და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, რაც საქმეში მნიშვნელოვან ნეიტრალურ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ორივე ინსტანციის სასამართლოში წაერთვა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ვერ გასცეს პასუხი კითხვებს, თუ ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი. ორივე ინსტანციის სასამართლოში მტკიცების ტვირთი ბრალდებულზეა გადატანილი და ყოველგვარი ეჭვი გადაწყვეტილია ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ გასცა კითხვას, თუ რატომ ჰქონდა გადაწყვეტილი გიორგი მამალაძეს მაინცდამაინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რაც საქმის განხილვის და გადაწყვეტის ყველა ეტაპზე გამოვლინდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა" - აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42