„სითი პარკი“ დღეიდან „თბილისის პარკინგმა“ ჩაანაცვლა
პოლიტიკა - 15:35, 10 Apr, 2018     2491
თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალური ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად მობილიზებულია და მზად არის, პარკირების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებები სათანადოდ შეასრულოს.

„თავიდან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ პროცესს, თუმცა თქვენ უკვე ხედავთ, რომ სატრანსპორტო კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი სათანადოდ განახორციელოს. პირობას გაძლევთ, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქალაქს საუკეთესოდ მოემსახურებიან და დაამყარებენ წესრიგს. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს და კომპანია ტექნოლოგიურადაც შესაბამისად არის აღჭურვილი. მინდა მათ წარმატებები და, ზოგადად, პარკირების თვალსაზრისით ქალაქში წესრიგი ვუსურვო. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ქალაქის მასშტაბით, რაც პარკირების სისტემის მოწესრიგებას და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობასაც გულისხმობს. მუშაობა უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ პრობლემას უახლოეს მომავლში მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მერიას აქვს კომპლექსური მიდგომები და მუშავდება კონკრეტული ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, ჯარიმების გამოწერის პროცესი უნდა იყოს არა კერძო სტრუქტურის, არამედ მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში.

„სამომავლო გეგმებს, თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომდევნო წლების განმავლობაში, ასევე, ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ხედვას და კონცეფციას ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის ცვლილებების ნაწილს. რაც შეეხება ჯარიმების გამოწერას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში, რადგან ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, წამყვან ქალაქებში არსად არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. დაჯარიმების ნაწილი მერიის სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჯარიმები პირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული ბიზნესზე, როგორც იყო სითი პარკის შემთხვევაში”, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის თქმით, პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე დაწყებულია და ის სტანდარტების შესაბამისად 30 დღის ვადაში დასრულდება.

„თბილისის პარკინგში“ მუშაობას „სითი პარკის“ 102 თანამშრომელი გააგრძელებს. პარკირების ბარათების შეძენა შეასძლებელი იქნება როგორც პარკირების ახალ ვებგვერდის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

„ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე დილიდანვე დაიწყო პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. დღის მეორე ნახევრიდან კონტროლიორ-ინსპექტორები შეუდგებიან საქმიანობას. რაც შეეხება თანამშრომლებს, სითი პარკის 102-მა თანამშრომელმა გამოხატა ამ კომპანიაში გადმოსვლის სურვილი. აქედან 76 არის კონტროლიორ-ინსპექტორი, რომელიც ჩაერთვება თბილისის პარკირების ნაწილში. ასევე არიან ევაკუატორის მძღოლები და მათი დამხმარეები. პარკირების ბარათების ღირებულება და ვადები არ შეიცვლება. ინფრასტრუქტურის განახლება მთლიანად მოხდება 30 დღის ვადაში“, - განაცხადა მამუკა კობახიძემ.

„თბილისის პარკინგის“ ახალ ოფისში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42