„პარლამენტის თავმჯდომარე არაა ჩვენი უფროსი... თანამდებობა მემკვიდრეობით არავის რგებია“ - დავით ჭიჭინაძე უმრავლესობის შიგნით არსებულ პრობლემებზე
პოლიტიკა - 14:59, 10 Apr, 2018     1677
"ქართული ოცნების“ დეპუტატი, ისნის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე მმართველ პარტიაში არსებულ პრობლემებზე "ნიუპოსტთან" საუბრობს. უმრავლესობის წარმომადგენელი კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ღიად აცხადებს, რომ "ის დემარში, რაც იურიდიულ კომიტეტს მოუწყვეს კითხვებს უჩენს".

ჭიჭინაძე უმრავლესობის რიგ დეპუტატებს ურჩევს, ღირებულებებში გაერკვნენ.

"პარლამენტში, ჩვენ, დეპუტატები ჩვენს აზრს ხშირად გამოვთქვამთ და ვიცავთ კიდეც, თუმცა არის რაღაც საკითხები, სადაც ბოლომდე სუფთა თამაში არ მიდის და რაღაც შეთანხმებები ირღვევა, რაც გაღიზიანებას იწვევს. ვთვლი, რომ ურთიერთობის ის ფორმა, რასაც ბოლო დღეებში ვუყურებთ, ძალიან მიუღებელია. გედი ფოფხაძე არ არის ერთი ადამიანი და ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ხდება ხოლმე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. არის რაღაც პრინციპები, რომელიც უნდა იყოს კოლეგიალურად დაცული და ამ პრინციპების შელახვაზეა საუბარი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ - დემარშებს ეკა ბესელიას კომიტეტიდან, ეს ჩემთვის ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დადგა დრო, უმრავლესობაში გავერკვეთ და საერთო თამაშის წესებზე შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ, ვის როგორი ღირებულებები გვაქვს"- ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის ალბათობას, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ცხოვრება ძალიან დინამიურია და გამორიცხული არაფერია".

"მემკვიდრეობით არავის რგებია პარლამენტში თანამდებობა. ამიტომ ვამბობ, ბევრი რამ არის გასარკვევი.

ვერაფრით გავიზიარებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ გუშინ და გუშინწინ მოსულმა ადამიანებმა არ გაიზიარონ პრემიერის სულისკვეთება... პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენი უფროსი არ არის, ის ჩვენს მიერ არჩეული პირია, თუმცა ბოლოდროინდელი მისი განცხადებები ჩემთვის მიუღებელია. თუნდაც ის, რომ ასე მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ქართულ ოცნებაში.

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის დემარში, რაც იურიდიულ კომიტეტს მოუწყვეს, ის დეპუტატები, რომლებიც ამ დემარშს აწყობენ, „ქართული ოცნების“ იდეოლოგიის მატარებლები არ არიან და არიან პორტირებულები. თავიანთ წარსულს გადახედონ, ხან რომელ პარტიაში არიან და ხან რა ღირებულებებს ატარებენ და ხან - რომელს. კეთილი, ინებონ და ანგარიში გაგვიწიონ ჩვენ.

ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ მიმართ იქნება კითხვები, როცა ასეთი ადამიანები გეყოლება გუნდში. ჩვენ, დეპუტატებს გვაქვს ეს კითხვები და რა გასაკვირია, უკმაყოფილება იყოს საზოგადოებაშიც...“, - თქვა ჭიჭინაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42