დედაქალაქის მერს განცხადებითღ, ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის.
კახა კალაძის თქმით, დღეიდან მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას კი თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
„დღეიდან დედაქალაქის პარკირების სიტემის მენეჯმენტს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ კომპანიაში არის სრული მზადყოფნა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი ტრანსპორტირებამ განახორციელოს. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეების შეძლებენ, როგორც ჯარიმების, ისე პარკირების საფასურის გადახდას. ასევე გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას.
ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის და არსებული რეალობა რომ შეიცვალოს ამ მიმართულებით,“-განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






