“ჩემი დაა მაგ კორპუსში გათხოვილი და მისი მამამთილიც მონაწილეობდა სამწუხაროდ.
კორპუსთან ისხდნენ მოკლედ კაცები, როგორც ყველა უბანში და სასმელს უბერავდნენ, იმ წითელზედიანს აქვს აპათოლოგიური სიმთვრალე, ქართულ მარშზე და ეგეთ თემებზე ლაპარაკობდნენ თავიდან, მერე არაბებმა რომ წაიღეს მთელი პლეხანოვ-მარჯანიშვილიო, მთელი მარჯანიშვილიო, იქ ქართველ გოგოებს ხმარობენ ბორდელშიო და მოკლედ, კი იცით რა, ასეთი რაღაც ბევრ ქართველ კაცს აწუხებს. კარგად რომ შეზარხოშდნენ, გივის დაუყვირია, ნეტა ახლა ჩამიგდო ხელში ის არაბი #####ნავდი დედასო, ამ დროს სტადიონზე მოსულან ეს ზანგები და ბავშვებს უთანხმდებოდნენ, თქვენ რომ მორჩებით, მერე ჩვენ გვათამაშეთო, დაინახეს ეს იმ ტიპებმა. ამასობაში მოგვარდნენ ბავშვებთან და დაიწყეს ზანგებმა თამაში. ანუ ძალადობა და ეგეთი არ ყოფილა მარა გივი (წითელზედიანი) წამოხტა, მგონი ღმერთმა ნატვრა ამისრულაო დაიყვირა, აგერ თავისი ფეხით მოსულან ეს ოხრებიო, იქვე ნარდის მაგიდას გამოაცალა რაღც ჯოხი და გავარდა გიჟივით, ჩვენს ბავშვებს რას ერჩი შე მაიმუნო დედა#####ულოო, მერე ძმაკაცებიც აყვნენ, იმათაც კარგად ჰქონდა დალეული. შავმაიკიანი ჩემი დის მამამთილია, მრცხვენია ამას რომ ვამბობ.
მოგვიანებით ცუდად გახდა თავად რადგან ასაკშია და ამდენი სირბილი არ შეუძლიაო და კაპლებით მოუსულიერებიათ.
რომ დალევენ, ზოგჯერ ერთმანეთს დაერევიან. ამჯერად “ბედად” ზანგები გამოჩნდნენ, თორემ ისევ ერთმანეთს წააყრიდნენ.
ამათი ნახევარის ცოლ-შვილი საბერძნეთშია გადახვეწილი იქიდან ფულს უგზავნიან და ამათ სხვა საქმე არ აქვთ, თუ არა ეზოში სმა, ესაა მათი გართობა,” – წერს ინტერნეტ მომხმარებელი.

მასალის გამოყენების პირობები






