სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლიტიკა - 13:27, 08 Apr, 2018     1454
სოფელ აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ ყაზიევი ქართულ მახრეს ე.წ. ერგნეთის საზღვარზე გადმოსცეს.

უცნობია, რა პირობით მოხდა მათი გათავისუფლება და გადაიხადა თუ არა ქართულმა მხარემ ე.წ. ჯარიმა, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული პირების გასათავისუფლებლად ითხოვს ხოლმე.

ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ ყაზიევი ამ წუთებში შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოში გადაიყავანეს.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ეკლესიიდან, სალოცავად მისული ორი ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყაზიევი, წარმოშობით სოფელ აძვიდან არის, თუმცა ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ის სოფელში წინაპართა საფლავების მოსანახულებლად ჩამოვიდა.

ადგილობრივების ცნობით, ეს აღნიშნული ტერიტორიიდან ადამიანების მოტაცების პირველი ფაქტი არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42