პრემიერ-მინისტრმა სამების ტაძარში მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
პოლიტიკა - 12:13, 08 Apr, 2018     1076
სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

გიორგი კვირიკაშვილს, პატრიარქმა ქადაგებისას პრემიერ-მინისტრს მრევლისთვის სიტყვით მიმართვა სთხოვა.

„ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენს წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება პრემიერ-მინისტრი გიორგი და მე მინდა, ვთხოვო მას, რომ მან მიულოცოს მრევლს აღდგომის დღესასწაული,“ - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს და სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს და საქართველოს მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გილოცავთ. ღმერთს შევთხოვ, რომ თქვენი მეუფება დიდ ხანს გაგრძელდეს საქართველოში და მინდა, საქართველოს ვუსურვო გამთლიანება.

მინდა, ყველას ვუსურვო ის უდიდესი სიხარული, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოაქვს. როგორც ეპისტოლეში ბრძანეთ - მინდა, საქართველოს ვუსურვო, რომ როგორც ჭეშმარიტად ეკლესია არის სული ქვეყნის და ერი არის სხეული ქვეყნის, გამთლიანებულიყოს ეს ღვთისგან შექმნილი ჰარმონია, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობავ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ და ღმერთს შევთხოვ, რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს უდიდესი წყალობა ღვთისა, რასაც თქვენი პატრიარქობა ჰქვია“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42