ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი ინტერპარტიულ ფორმატში კვალვაც გააგრძელბენ ბრძოლას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის.
„პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, საარჩვენო გარემოს კუთხით კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება:
• საარჩევნო სისტემა;
• არათანაბარი მედია-გარემო;
• არათანაბარი ფინანსური რესურსები;
• დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სია;
• საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების უსამართლო წესები;
• ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება;
• ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ უარი საარჩევნო გარემოს რეფორმიერებასა და დემოკრატიული მოდელის შემუშავებაზე, აზრს უკარგავს ქვეყანაში ყოველგვარ არჩევნებს. აღნიშნულის გამო, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს ვუცხადებთ 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს.
მოვუწოდებთ ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიას, შეუერთდეს არჩევნების ბოიკოტს, რათა ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ შექმნას დემოკრატიული პროცესის იმიტაცია.
ამავდროულად, ინტერპარტიულ ფორმატში განვაგრძობთ ბრძოლას საარჩევნო რეფორმისთვის. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემო“ - ნათქვამი ოპოზიციის განცხადებაში, რომელსაც ხელს 10 პოლიტიკური პარტია აწერს.
ახალი მემარჯვენეები, მამუკა კაციტაძე
ახალი საქართველო, გიორგი ვაშაძე
დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ნინო ბურჯანაძე
ევროპელი დემოკრატები, პაატა დავითაია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ბაჩუკი ქარდავა
თავისუფალი საქართველო, კახა კუკავა
თავისუფლება, კონსტანტინე გამსახურდია
ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ზურაბ ხარატიშვილი
ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
მასალის გამოყენების პირობები






