„ასე ვერ გაგრძელდება! ერთ კაცშია პრობლემა და უნდა მოვერიოთ ყველამ ერთად!“ - დავით საყვარელიძის მიმართვა
პოლიტიკა - 20:04, 06 Apr, 2018     3260
ნუთუ დევნილად ქცეული სააკაშვილი უფრო დიდ საფრთხედ და პრობლემად მიგაჩნიათ ვიდრე საქართველის მმართველი არქიფო სეთური?! - ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე და თანამოაზრეებს ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ბოლო დღეებია აქტიურად ვაკვირდები საქართველოს მოვლენებს და პირველად გამიჩნდა განცდა ბოლო 5 წლის განმავლობაში რომ ქართული ოცნების დღეები დათვლილია. თვითტკბობას და კრეტინიზმის აპოგეას მიეცნენ. გონიათ ყველაფერი რიგზეა ირგვლივ და ქვევით.

ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვიდა "რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ, მე თავს არაფერს მოგახვევთ"-ს პრინციპით ქვეყნის მართვა. ხალხი ორჯერ გაღარიბდა, 750 ათასმა აქტიურმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა (მეორე მსოფლ ომის დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასი ციფრია). რაც მოახერხა მხოლოდ ელიტებთან მოილაპარაკა, რომლებიც ყოველთვის კარგად გრძნობდნენ და იგრძნობენ თავს. ლომბარდს ან ბანკს არ მიაკითხავენ საჭმლის ან თვიდან თვემდე თავის გატანის სარჩოს საძიებლად. "მადლობა ბატონო ბიძინა"-თი მოსულმა ოლიქარმა 5 წლის თავზე ბიძინა აღმაშმებელის ან ღარიბთა გამამდიდრებელის ნაცვლად დამაქცევარის და გამღარიბებელის იმიჯი მოიხვეჭა.

ასე ბუნებრივია არ და ვერ გაგრძელდება! არალოგიკური, შეურაცხმყოფელი და არაკანონზომიერია.

რა არის საჭირო ბიძინას გასაგდებად? ყველას გაერთიანება, წყენების და ამბიციების გვერდზე გადადება. ერთი წლის წინ როდესაც დავწერე, დაანებეთ თავი გარჩევებს თორემ ენმ-ის ნამცეცები შეგრჩებათ მეთქი, ასეც მოხდა და ერთი კაცი გაახარეთ მხოლოდ.

ამის თქმის უფლებას თავს ვაძლევ, ვთვლი რომ ცოტა არ დამიდია სასწორზე მოძრაობისთვის. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის მიუხედავად, როცა ჩემს მეგობრებს და ყოფილ აქტიურ თანამებრძოლებს სტატუსების ლაიქით (პირობითად) რეაგირება ან მძიმე წუთებში მოკითხვის ესემესბის მოწერა ეთაკლილებათ, მაინც არ მწყინს და ვთხოვ გამოფხილზდნენ, გამოვიდნენ ხელოვნურად რამდენიმე კაცის თავს მოხვეული ახირების მძევლობის მდგომარეობიდან და დაუდგნენ ერთამანეთს გვერდში.

ნუთუ დევნილად ქცეული სააკაშვილი უფრო დიდ საფრთხედ და პრობლემად მიგაჩნიათ ვიდრე საქართველის მმართველი არქიფო სეთური?! სიცოცხლია გახანგრძლივებით შამანების რჩევით ხეებით მთრეველი!?

ოლიგარქატის სამეფოდან მოგმართავთ ხალხნო. ეგ კაცი ზის და დაგცინით. კაპიკები, იაფი უჯდება ყველას და ყველაფრის ქონდა და მართვა.

რაც შეეხება ბოლო დროს ყურით მოთრეულ და სპეციალურად შემოგდებულ თემას "ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილ რადიკალიზმს" ან "მიშა უნდა გაემიჯნოს რადიკალ ნაციონალებს"... ეგებ ეს გამაგებინოთ რას გულიხმობთ რადიკალიზმში??? ლამის იდეას შეწირული გაძვატყავებული ან ციხეში ერთ კაციან საკანში 5 წელი მყოფი (ჩვეულებრივი წამებაა) ადამიანების ჯერ კიდევ შერჩენილი ბრძოლის ენთუზიაზმია? თუ 7 მილიარდიანი ოლიგარქის გაგდების მომენტში შიშის არქონა? სად და რომელ ქვეყანაში მოუტანია არარადიკალურ ცვლილებებს და მოქმედებებს შედეგი? თუ იმით გააგრძელებთ თავის დამშვიდებას, რომ არჩევნებით წავა?!

საარჩევნო "სეტკების" და აგიტატორი ქალბატონების ხელფასების ოდენობაში შეეჯიბრებით, თუ კომისიების ხმის დათვლის პატიოსნებაში? ეგებ მესზე მეტ მინისტრს ან ტელევიზიას აკონტროლებთ? არა? მაშინ დროა ამ ფანტასტიკური გამოგონებიდან (FB) ცოტა ხანს ემოციები მოქმედებებში გადავიტანოთ და რეალური მოქმედებით დავკავდეთ. ერთ ენმიდან წასულ ძალიან განათლებულ ადამიანთან მქონდა ძლაიან მძიმე წუთებში კამათი და ენმი ჩემთვის ის წატმატების დიდი ციკლი და ისოტირაა თავის რადიკალიზმით, ენთუზიაზმით და შეცმომებითაცო მახსოვს ასე მითხრა.

არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი. ბოდიში პირველ რიგში ყველას მოსახდელი გავქვს ბიძინა გამღარიბებლის ნაირი ჭირი რომ დავუშვით ქვეყანაში და უნიტაზში ჩავარეცხინეთ ყველაფერი. შანსი საქათველოს მდიდარ ქვეყანად ქცევის და სახელმწიფოდ საბოლოოდ ჩამოყალიბების.

ხალხთან და ამომჩეველთან პრეტენზია არ გვაქვს. სიბრიყვეს ამაზე საერთოდ ლაპარაკიც. არც ბიზნესთან და არც ქართული ოცნების გადამკვდარ მხარდამჭერებთან. ერთ კაცშია პრობლემა და უბდა მოვერიოთ ყველამ ერთად!

ზუსტად თავზეხელაღებული იდეალისტების რადიკალიზმის დროა!“ - წერს დავით საყვარელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42