კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მხარს უჭერს სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“
პოლიტიკა - 16:20, 05 Apr, 2018     1058
კოალიცია „ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ მიესალმება და მხარს უჭერს, მათ შორის საზოგადოების ჩართულობით შემუშავებულ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის“ და მთლიანობაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. ამასთან დაკავშირებით კოალიცია განცხადებას ავრცელებს:

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივის წარმატებით განხორციელება, რომელიც გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობის წახალისებას, ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელოვანი შესაძლებლობების განვითარებას და შესაბამისი მექანიზმების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ სიკეთეებით სარგებლობას, რაც საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, შექმნის დამატებით სტიმულსა და საფუძველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, გამყოფი ხაზების გასწვრივ ადამიანების გადაადგილების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისათვის.

ამ ინიციატივის ეფექტური განხორციელება, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყნის შიგნით და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სწორი, თანმიმდევრული და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, მთლიანობაში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას.

აღნიშნული ინიციატივის და მისი ძირითადი მიმართულებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება მარტივი არ იქნება და ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ საკითხზე ყველა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის კონსენსუსს და მწყობრი და ერთიანი პოზიციით, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართოს ინიციატივის განხორციელების გზაზე. უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისა და თანამშრომლობისათვის იმ სწორი მექანიზმებისა და ფორმების გამოყენება, რაც უკვე წარმატებით აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში სხვადასხვა რეგიონებში.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და პოლიტიკურ ძალებს, კონსტრუქციული განხილვების გზით მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში.“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საინფორმაციო პორტალი "ევროპა საქართველოსთვის"

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

მედიის განვითარების ფონდი

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42