„ამ ბოლო დროს, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური კამპანია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება ამ უკანასკნელის მხრიდან მძიმე ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული პირის შეწყალებას. აღნიშნული კამპანია წარმოადგენს ლოგიკურ გაგრძელებას იმ არაკონსტიტუციური ქმედებისა, რაც გამოიხატა წინა პრეზიდენტის, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და განაჩენის დადგომაში, რაც გამოიხატებოდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების განხორციელებაში. ჩვენის მხრივ, ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტის უფლება შეწყალებაზე წარმოადგენს მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ხელშეუვალს და სუვერენულს, რომელიც არ ექვემდებარება არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებებელ და არც სასამართლო ხელისფლების მხრიდან არანაირ რევიზიას. შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით აღნიშნულ ინსტიტუტზე იერიშის მიტანა პირველ რიგში შეიცავს საფრთხეს, რომ მომავალში შეიზღუდოს შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის გამოყენების პრაქტიკა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მის კომპეტენციაზე და უფლებამოსილებებზე, რაც წარმოადგენს საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური მართლწესრიგისათვის“ - აცხადებს პარტიის პრესსპიკერი ნიკა სიხარულიძე
მასალის გამოყენების პირობები






