კრიზისი "ოცნებაში" - დასრულდება თუ არა ძველი და ახალ სახეების ბრძოლა ირაკლი კობახიძის წასვლით
პოლიტიკა - 15:45, 05 Apr, 2018     3794
„ქართული ოცნების“ ძველ და ახალ სახეებს შორის დაპირისპირება უკვე სააშკარაოზე გამოდის. გია ჟორჟოლიანი ჯერჯერობით ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მმართველ გუნდში კომუნიკაციის პრობლემაა და პოლიტიკური მმართველობის ფორმა აუცილებლად გადასახედია:

„ჩემი აზრით რადიკალურად უნდა შევცვალოთ სახელმწიფოს მართვის სტილი, როლი და ფუნქციები. ეს სულაც არ ნიშნავს პერსონალისტურ დაპირისპირებებს, ეს ნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკის გადააზრებას. ადამიანები და ჯგუფები უკეთ გააცნობიერებენ, რომელ საკითხზე რა პოზიციაზე დგანან. ასეთი დაყოფა ნორმალურია.“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

„არამგონია ვინმეს ქონდეს ცდელობა , რომ მორჩილი უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, ამ ბოლო დროს მე თვითონ, როგორ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არც ტელეეკრანებისკენ მივილტვი თქვენ ალბათ ამას კარგად ამჩნევთ, მე მიმაჩნია, რომ ჩემმა ახალგაზრდა კლეგებმა უფრო მეტად უნდა წარმოაჩინონ თავი და ასპარეზი მათ დავუთმოთ.“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება უფრო მეტად გამწვავდება და დღის წესრიგში ირაკლი კობახიძისთვის უნდობლობის გამოცხადება დადგება რას მოიმოქმედებენ ოცნების წევრები, ლევან გოგიჩაიშვილმა უპასუხა, რომ ყველაფერი რიგზეა:

„ახალ დღის წესრიგს ქმნის რუსთავი2, თუ რა ხდება? ახალი რამე გაქვთ ჩაფიქრებული? უმრავლესობაში არის ყველაფერი რიგზე. ჭორებია ეს ყველაფერი, შეგიძლიათ ათასჯერ დამისვათ შეკითხვა და ათასჯერ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა.“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა "რუსთავი2"-თან.

აზრთა სხვადასხვაობაში პრობლემას ვერ ხედავს უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი:

„მე არ მიმაჩნია, რომ თუ ვინმე არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარეს და ამაზე აკეთებს განცხადებას , ეს არის კრიზისი. ჩემთვის კრიზისი იქნებოდა უფრო მეტად ის, აი კაჟა ბულავასავით, რომ დაიქნევს ვინმე ცხვირსახოცს და ყველა ერთ ხმაზე სუბრობს. მე ეს უფრო მეგონებოდა კრიზისი. ის დრო როდესაც ასე იყო, ჩაბარდა წარსულს, ჩემთვის ეს არის ჯანმრთელი პროცესი.“- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

"ქართულ ოცნებაში" არსებული დაპირისპირებაზე საუბარი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობიდან წასვლაზე განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა. ფოფხაძის თქმით, ის იმ ადამიანებთან ერთად ყოფნას აღარ აპირებს, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად "პატრიარქის მაგინებელი" ნინია კაკაბაძე აირჩია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42