„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, ძირითადად, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ზეწოლის ქვეშ მიიღო. ჩვენ ეს ამბავი იმედგაცრუების გრძნობით მივიღეთ“ - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სეგრი სკრიპალის მოწამვლის გამო, ბრიტაენთს სოლიდარობა საქართველომაც გამოუცხადა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევა.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, 4 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით "ნოვიჩოკი."
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა და 24 საათიანი ვადა მისცა მოსკოვს , თუმცა პასუხი ვერ მიიღო. შედეგად კი ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ბრიტანეთის მხარდასაჭერად მსოფლიოს 28 ქვეყნიდან საერთო ჯამში 150 რუსი დიპლომატი გააძევს.
მასალის გამოყენების პირობები






