„სამწუხაროდ, დღეს გამთენიისას უდიდესი ტრაგედია მოხდა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი შვილები, ძმები, მამები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად მივეხმაროთ დაღუპულთა ოჯახებს ყველაფერში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დღეს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.
კომპანია "საქნახშირის" ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტაში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






