აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შესაძლოა, სტატუს „ნეიტრალური მარკირებით“ იქნეს წარმოდგენილი
პოლიტიკა - 11:43, 05 Apr, 2018     1750

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები შეძლებენ, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შემოიტანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თანმხლები დოკუმენტების (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილ დოკუმენტში მითითებული მონაცემი) და, შემოწმების საჭიროების შემთხვევაში, საქონლის დათვალიერების საფუძველზე. ამის შესახებ საუბარია, საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად.

პროდუქციას, ასევე, უნდა ახლდეს/უნდა ჰქონდეს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა და, საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დოკუმენტები (რომლებიც გამოიწერება საქართველოს საგადახადო ორგანოს მიერ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მუშავდება ელექტრონულად). აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს სტატუს- ნეიტრალური მარკირების გამოყენებით. კერძოდ, პროდუქციაზე საკმარისია განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.) ან/და მისამართი (ქუჩის და ნომრის მინიშნებით). საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციაზე განთავსდება შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც პროდუქციას მიენიჭება შესაბამისი შემცველობის მიხედვით. პროდუქციის დასახელება და მასზე განთავსებული სხვა სახის ინფორმაცია შესაძლებელია დატანილ იქნას აფხაზურ ენაზეც.

რაც შეეხება საქონლის ექსპორტს- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი საქონლის ექსპორტი შესაძლებელია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, საქართველოს წარმოშობის სერთიფიკატის თანხლებით და პროდუქტის სათანადო მარკირებით (მაგ. მეწარმის რეგისტრაციის ადგილის მითითებით). საქონლის დეკლარირება განხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებული სპეციალური ან ჩვეულებრივი გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ. საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, დეკლარირება, შემოწმება, ექსპორტში გაშვებასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებულნი არიან მეწარმედ და აქვთ სპეციალური გადამხდელის სტატუსი, ასევე, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ მეწარმე სუბიექტებს, უფლება ეძლევათ, საქონელი მიაწოდონ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამ ინიციატივით და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადები დაიხურება ხაზის გადაკვეთისას. ამასთან, საქონელი ჩაითვლება მიწოდებულად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42