სახელმწიფო ორგანოებს შავი ფერის მანქანის შესყიდვა აეკრძალათ - დადგენილებას ოპოზიცია საზოგადოების დაცინვას უწოდებს
პოლიტიკა - 10:09, 05 Apr, 2018     3500
სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და ანართის პრეამბულას დაემატა შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“

საქართველოს სამინისტროებმა 2018 წლის 25 აპრილამდე სამთავრობო კომისიას უნდა წარუდგინონ სამინისტროებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებათა ავტოპარკისოპტიმიზაციის გეგმები

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ბალანსზე არსებული ავტომანქანები,რომელთა გამოყენება ვერ ხერხდება გაუმართაობის გამო, ხოლო მათი შეკეთებაარარენტაბელურია, 2018 წლის 15 მაისამდე განკარგვისთვის ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა გადაეცეს.

გასული წლის ნოემბერში პრემიერი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში შავი ჯიპების ეპოქის დასრულების დროა, რადგან ეს ყველას, მათ შორის, მასაც აღიზიანებდა. სწორედ ამ განცხადებიდან გამომდინარე, მხოლოდ მანქანების ფერის შეცვლის შესახებ მიღებულ დადგენილებას ოპოზიცია არასერიოზულს და საზოგადოების დაცინვას უწოდებს.

"რეალურად ეს არის საზოგადოების დაცინვა, ვინაიდან მთავარი აქ არის არა მანქანების ფერი, არამედ ის ფაქტი რომ ხელისუფლება აურაცხელ ფულს ხარჯავს საკუთარი თავის შენახვაზე, საკუთარ აქტივისტებზე, ჩინოვნიკებზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.

ევროპულ საქართველოში" კი ხელისუფლების ინიციატივას ჯიპების ფერის შეცვლის შესახებ "აბსურდულს და სასაცილოს" უწოდებენ.

"თურმე ჩვენი ქვეყნის პრობლემა ყოფილა შავი ჯიპები. პრობლემა არის ამ ჯიპების ფასი და პრობლემა არის ის თუ რამდენს ხარჯავს ხელისუფლება საკუთარ ფუფუნებაზე, საკუთარ ხელფასზე და პრემიაზე ბიუჯეტიდან, რამდენ ფულს იღებს ბიზნესიდან და ეკონომიკიდან საკუთარი კეთილდღეობისათვის." - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42