„მალე!!!! ქართული გასტრნომიული კულტურის მუზეუმი გაიხსნება!
იდეა, რომელიც მენდელეევივით და პუანკარესავით სიზმარში დამებადა, სულ მალე რეალობად იქცევა. 1 წლის წინანდელი ფიქრი ჩემს საამაყო მეგობარს გიორგი კალანდიას გავანდე.
მოკლედ - ის რაც თქვენ და ჩვენ ერთად გავეხარდება - მალე მოხდება!!!! პირველად საქართველოში წოდორეთში (მულტინაცინალური სოფელია და იმსახურებს) - ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმი გაიხსნება!!!!!!!!!!!
დიახ, ეს გახლავთ ჩვენი და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ამოუწურავია მასალა: უპირველესად გზა - როგორ გაირეს ზეზვამ და მზიამ კოცონიდან ფილიპსის თუ ბოშის ტექნიკამდე;))) დიდი ქართველების ჭურჭლის ასლები, სუფრები, ხელნაწერი მენიუები, გლეხის და თავადთა მენიუ, კვების კულტურა, ჩემი გიჟური ნაწილი - გემო, სუნი და მეხსიერება - ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად!!!
ჩაი, მინერალური წყალი, სუნელების ოთახები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და ა.შ.
სუფრის, თამადის, სუფრული წესების, სადღეგრძელოებისა და სუფრული სიმღერების კულტურის ოთახი:)) საინტერესოა არა?
ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არაცნობილი, არაპოპულარული სოფელი იქცეს ტურისტების და გურმანების ეპიცენტრად!!!
მალე გახსნის საზეიმო დღესასწაულს გაცნობებთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
პ.ს. ველი თქვენს მხარდაჭერას და იდეებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“ - წერს ესმა კუნჭულია.



მასალის გამოყენების პირობები






