„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ინიციატივას მიესალმება, ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე განტავსებულ განცხადებაში:
„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს შეთავაზებათა პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კავშირების გამტკიცებას ისახავს მიზნად.
ეს ზომები მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებისკენ და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო წყაროების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომას.
მივესალმებით საქართველოს ვალდებულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის.
აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






