სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - ექსპერტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ ანგარიშში სწორად და ზუსტად არის განსაზღვრული მთავარი საფრთხე, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება, თუმცა ისმის კითხვა, თუ რა ზომები იქნება გადადგმული ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად:
„ანგარიშში სწორად და ზუსტად არის განსაზღვრული ის მთავარი საფრთხე, რაც დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება ეს არის რუსეთი და მისგან მომდინარე სხვადასხვა სახის საფრთხეები, კომბინაციაში ჰიბრიდულ საფრთხედ შეფასებული. ეს ემთხვევა იმ საფრთხეების შეფასებას რაც თავდაცვის სამინისტროს თავის სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტში აქვს გამოყენებული.
მეორე შეკითხვა, რაც ამასთან დაკავშირებით იბადება არის ის, რამდენად ეს არის საერთო სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი და რა ზომები იქნება გადადგმული ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად,“-აცხადებს ბათუ ქუთელია.
მასალის გამოყენების პირობები






