საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრდში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის არჩევის საკითხი - თემა მმართველი გუნდის აზრის ორად გაყოფის საბაბი გახდა. კაკაბაძის მხარდაჭერამ გამოიწვია გედევან ფოფხაძის მხრიდან განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი მმართველ გუნდს ტოვებს.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აღნიშნულ საკითხზე დღეს არა ერთი განცხადება გაკეთდა:
„ამ ეტაპზე ასეთი ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ შესაძლოა, განვითარება როგორი იქნება სამომავლოდ, მოულოდნელობებისგან, როგორც დღევანდელმა ფაქტმა დაგვანახა, დაზღვეული არავინ არის. როდესაც ასეთი რამე ხდება და როცა არის აზრთა სხვადასხვაობა, რაც წარსულმა საპარლამენტო ცხოვრებამ დაადასტურა, ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე და გუნდში ამასთან დაკავშირებით არის მზაობა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა უფრო მეტი შეჯერება მოხდეს პოზიციების“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
მირიან წიკლაური განცხადებით, იგი ნინია კაკაბაძის კანდიდატურას არც ერთ თანამდებობაზე მხარს არ გაუჭერდა:
„ცხადია რაღაც პოზიციები განხვავდება, აზრთა სხვადასხვაობაც იქნება, მაგრამ ახლა ეს მძაფრი დაპირისპირების საფუძველს ჯერჯერობით ნამდვილად არ იძლევა. მომავალი გვიჩვენებს, რა თქმა უნდა ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ და თავისთავად გასაგებია, რომ შეიძლება მოხდეს ისეთი, რომელიც ჯერ არ მომხდარა. ჩემთვის მიუღებელია ასეთი პიროვნების (ნინია კაკაბაძე) მხარდაჭერა ნებისმიერ პოზიციაძე“, - აღნშნა მირიან წიკლაურმა.
ბექა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ აუცილებლად გაირკვევა თუ რა გახდა გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი:
„მე რომ ვყოფილიყავი კენჭისყრაზე, ნინია კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდი, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ის იქნება ბორდის ისეთი წევრი, რომელიც რამე სასარგებლო შენატანს გააკეთებდა ბორდის მუშაობაში. ეს გედის პირადი გადაწყვეტილებაა, მგონი მაგაზე ვისაუბრებთ გედისთან ერთად, ის ადამიანები, რომლებიც გედისთან ახლოს ვართ და გავიგებთ რა იყო მოტივაცია“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბიძნა გეგიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია ნამდვილად დატოვა თუ არა გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდი:
„მე არ ვიცი ჯერჯერობით დარწმუნებით დატოვა თუ არა უმრავლესობა გედიმ. ჩვენ თანამებრძოლები ვართ ძალიან დიდიხანია უკვე, აქედან გამომდინარე ჩემთვის ეს ნამდვილად სამწუხარო იქნება, მაგრამ გედის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად პატივს ვცემ“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






