26 მაისი ისტორიას მივაკუთვნოთ და საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილს აღვნიშნოთ - ნატო ჩხეიძე
პოლიტიკა - 17:38, 04 Apr, 2018     2689
დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილს აღინიშნოს. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„გაივლის ეს რამდენიმე დღე, აღდგომა მოვა მართლმადიდებელ ქვეყნებში და საქართველოს ქრისტიან მოსახლეობას მივულოცავთ ამ ბრწყინვალე დღესადწაულს, თუმც აღდგომამდე გოლგოთის გზაა და ქვეყნებიც და ადამიანებიც ასეთი მონაცვლეობით ცხოვრობენ - ტანჯვა და შვება, უკუნი და სინათლე, ტყუილი და სინამდვილე, ფალსიფიკაცია და ჭემარიტება. გაივლის ეს რამდენიმე დღე და საქართველოში კალენდარულად დადგება 9 რიცხვი, 9 აპრილი და ხელისუფლება, საზოგადოება, ერი და ბერი, ქალი თუ კაცი, ჭკვიანი თუ სულელი, ლოთი თუ პირაკრული, ყველა, სევდიანი სახით და განცდით, სანთლებით ხელში და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთ და მორჩა. ესაა სულ, რაც ამ დღეს საერო ცხოვრებაში დაგეგმილად მოხდება. არადა, ეს დღე ყველაზე დიდი საერო დღესასწაული უნდა იყოს ქვეყნის ცხოვრებაში - დამოუკიდებლობის დღე.

და რა ღვთის წყრომა ჩვენს თავზე - ჩვენ ვსევდიანობთ, ვდარდობთ და ვგლოვობთ. დიახ, კოლეგებო, საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, რომელიც თავის დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმის ნაცვლად, გლოვით აღნიშნავს... რა ისტორიულმა პერიპეტიებმა და რომელი ხელუსუფალის ეთპიროვნულმა ნებამ განაპირობა 9 აპრილს მხოლოდ გლოვა და დღესასწაულად კი ერთ-ერთი ისტორიული თარიღი - ყველამ ვიცით და გვახსოვს. ის ხელისუფალი აღარ არის, ის ვითარებანიც წარსულს ჩაბარდა და ჩვენ რაღა გვიშლის ხელს, რომ ისტორიული და კონსტიტუციური სამართლიანობა აღვადგინოთ და ინერციით არ ვიაროთ? ინერციით სიარული ხომ ქვეყნის ყველ საქმეში რეგრესია, წარუმატებლობაა, პრობლემის ვერ დანახვა ან გულგრილობაა, რასაც ბუნებრივად თან სდევს საზოგაოების უკმაყოფილება და უსამართლობის განცდა.

სამართლიანობის აღდგენა რთული პროცესიაო, „ოცნება“ გვიმტკიცებს. კარგი, დაგეთანხმებით, მაგრამ კონსტიტუციური სამარღლიანობის აღდგენას ახლა რაღა სირთულე ახლავს? სირთულე კი არა და, მოვალენი ვართ, კონსტიტუციური ჩანაწერი დავიცვათ და აღვასრულოთ. რაც უნდა ბევრი რამ ვცვალოთ კონსტიტუციაში,მისი პირველი მუხლი არ შეიცვლება - დამოუკიდებლობის დღე - 1991 წლის 9 აპრილი.

დიახ, კოლეგებო, გლოვა დღესასწაულად შეიცვალა ჯერ კიდევ 27 წლის წინათ, ისევე, როგორც მაგალითად, საფრანგეთში, ბასტილიის აღების დღე მას შემდეგ დამოუკიდებლობის დღეა და გმირების პატივისცემასთან ერთად დღესასწაულობენ ამ დღეს. ჩვენ კი მარტო ვგლოვობთ და ვგლოვობთ. ჩვენც უნდა შევცვალოთ გლოვა სიხარულით, უსამართლობა - სიმართლით და კონსტიტუციური ჩანაწერის აღსრულებით. იქნებ, ეს დიდი ცვლილება ახლა რა დიდი ცვლილებების საწყისი გახდეს, იქნებ, ამ სიმართლის აღდგენამ სხვა რა სამართლიანობები მოაყოლოს, იქნებ, ხალხის სიდუხჭირეც შეიცვალოს დოვლათით, გლოვა - სიხარულით.

მოვალენი ვართ სამართლის აღდგენის, მოვალენი ვართ ფალსიფიკაციის შეცვლის, მოვალენი ვართ 26 მაისი ისტორიას მივაკუთვნოთ და საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილს აღვნიშნოთ. ეს მომავალში აუცილებლად მოხდება, მაგრამ მე ვისურვებდი (ვერავის მოვუწოდებ და ვერავის ვურჩევ), მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს ჩვენვე აღვასრულოთ, ჩვენვე დავიწყოთ ზრუნვა და ჩვენვე დავუდოთ სათავე დიდ და სასიკეთო ცვლილებებს,“ - განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გამოსვლისას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42