„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მოსკოვში გამგზავრებას აპირებენ
პოლიტიკა - 15:24, 04 Apr, 2018     1440

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მოსკოვში ვიზიტით გამგზავრებას აპირებენ. პირველ არხთან საუბრისას ფრაქციის წევრი ადა მარშანია სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მარშანიამ აღნიშნა, რომ კარგია, სამშვიდობო ნაბიჯების კონკრეტული გეგმა დაიდოს, რომელმაც საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტამდე მიიყვანს.

„ეს დამატებითი ბერკეტები, მექანიზმები კარგი შეთავაზებებია, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდება, რომ ის კონცეფციას, სრულ გეგმასა და ხედვას დადებს იმისა, თუ როგორ ხედავს ქვეყნის გამთლიანებას. მთავარი ესაა.

შემოთავაზებული დამატებითი სიკეთეებია, თუმცა ეს არ არის სტრატეგიული გეგმა იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. იმისთვის, რომ ხელი არ შეგვეშალოს, უპირველესად, რუსულ მხარესთან უნდა ვმუშაობდეთ, რასაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აკეთებს.

ამ დღესასწაულების მერე, მოსკოვში ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი. ფრაქციის წევრები იმავე შემადგენლობით წავალთ, როგორც აქამდე ვიყავით“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

წყარო: პირველი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42