მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს
პოლიტიკა - 16:02, 04 Apr, 2018     1076
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელზეც მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დეტალებზე ისაუბრეს.

ფესტივალის მიზანია ხელი შეეწყოს ახალ თაობაში სახელოვნებო დარგების და კერძოდ, სასიმღერო ხელოვნების განვითარებას, მუსიკალური რეპერტუარის მუდმივ განახლებას, ქართული სასიმღერო ნაწარმოებების შექმნას და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციას.

გარდა ამისა, ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შესაქმნელად, რადგან ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური კოლექტივებისათვის ყოველთვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული მუსიკალური ნაწარმოებები.

„იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდება ძალიან ბევრი კომპოზიტორი და პოეტი, რომლებიც შექმნიან ახალ, ქართულ საბავშვო რეპერტუარს, რადგან დღესდღეობით ძალიან მწირია ეს რეპერტუარი. ვიმედოვნებ, რომ ის, რაც ახლა შეიქმნება, მომავალ თაობებს დარჩება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სიმღერის (მუსიკის ან/და ლექსის) ავტორებს ასაკის შეუზღუდავად. ფესტივალის დებულების შესაბამისად, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. მონაწილე ავტორების მიერ წარმოდგენილ ახალ სიმღერებს შეასრულებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები.

სასახლის პირველი მუსიკალური ფესტივალის ფინალი - გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოება შემოდგომაზე გაიმართება.

მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის მსურველებისათვის საბუთების მიღება დაიწყებულია. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42