გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს, ამის მიზეზად კი „ქართული ოცნების“ წევრების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭრას ასახელებს:
„მე ნამდვილად არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი. ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი წახალისება საზოგადოების რეაქციული ჯგუფების, რომლებსაც თავისი ცხოვრების წესად და ცხოვრებაში დამკვიდრების წესად სხვა ადამიანების რელიგიური, მორალური და ზნეობრივი ღირებულებების გინება აქვთ. ამიტომ ასეთ გადაწყვეტილებისას მე მაქსიმალურად ვცდილობ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამინებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობასაც, „ქართულ ოცნებასაც“ და ყველა იმ პარტიულ თუ პოლიტიკურ თანამდებობას რომელიც მიკავია.“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






