"პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს" - ზვიად ქორიძე
პოლიტიკა - 13:46, 04 Apr, 2018     1529
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს შეწყალების პროცესის მიმართ მიზანიმმართულ შეტევას უწოდებს.

ზვიად ქორიძე ასევე გამოეხმაურა ცალკეული პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებსაც, რომელიც შეწყალების პროცესის შერჩევითობას და პოლიტიზირებას ეხება.

„ის, რომ შეწყალების კომისია არ დაინტერესებულა იმ ადამიანების საქმეებით, რომლებიც ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ პოლიტპატიმრებად, - ეს არის სიცრუე. შეწყალების კომისია ინტერესდება ყველა იმ საქმით, რომელიც შემოდის შეწყალების კომისიაში.

ასეთი არგუმენტაცია, რომ ჩვენ ვართ რომელიმე პოლიტიკური გუნდის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ სასურველი მსჯავრდებულის შეწყალების მომხრე და, რომელიღაცის არა, ეს არის უსაართლო მიდგომა თავად შეწყალების კომისიისა და შეწყალების პროცესისადმი. კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო შემთხვევა, როდესაც შეწყალებული მსფჯავრდებულების გამო მმართველი გუნდი ადანაშაულებდა შეწყალების კომისიასა და პრეზიდენტს მიკრეძოებულობასა და შერჩევითობაში, და არის შემთხვევა, ჩვენ ამას ვისმენთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკუთარ პროტესტს გამოთქვამენ შეწყალების პროცეში მათთვის სასურველი მსჯავრდებულების შეწყალება-არშეწყალების გამო. ეს არ არის სწორი მიდგომა იმიტომ, რომ შეწყალების პროცესს პრეზიდენტი მარგველაშვილი არ განიხილავს პოლიტიკურ პროცესად; შეწყალების პროცესი ჩვენთვის კომისიის წევრებისთვის ეს არის სახელმწიფოს ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური ფუნქციის სწორად გამოყენების საშუალება.

შეწყალების პორცესის მიმართ მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ, არა მხოლოდ შეწყალების კომისიის იმ შემადგენლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მუშაობს, ან, რომელიც მუშაობდა თუნდაც 2014 წელს, არამედ ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის, შეწყალების იდეის წინააღმდე და მე მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს იმიტომ, რომ თავისთვის სასარგებლო პოლიტიკური ქულა დაიწეროს, ძალიან სწორად გაიაზროს ეს იმიტომ, რომ საზოგადოებისათვის და სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის არის მნიშვნელოვანი, სწორედაც მაღალჰუმანური შეწყალების პორცესი, რომელიც დღეს საქართველოში წარმატებით ხორციელდება და ჩვენ ბოლო რამდენიმე დღეა ვაკვირდებით, როგორ მიზანმიმართულად ცდილობენ ამ პროცესის დანგრევას. ეს დაუშვებელია!" - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42